ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > „ნალია“ , 1 და 2 კგ. დაფასოებული სიმინდის ფქვილი ოზურგეთიდან
სიმინდის ფქვილი ნალია

„ნალია“ , 1 და 2 კგ. დაფასოებული სიმინდის ფქვილი ოზურგეთიდან

გადასარევი ახალი ამბავი შემატყობინა გუშინ ჩემმა Facebook მეგობარმა – თამუნა კუპრაძემ. გურიაში თურმე დაფასოებული სიმინდის ფქვილი გამოუშვიათ სახელად „ნალია“. თეას დიდი მადლობა ამ ამბისათვის, ასევე მწარმოებლის ტელეფონის ნომრის მოწოდებისათვის. ცხადია კონტაქტი შედგა.

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიკროდაფინანსების [5,000 ლარიანი] პროექტები როცა დაიწყო ბევრი „წუწუნი“ წამიკითხავს/მომისმენია, რომელთა ძირითადი ნაწილი დაფინანსების სიმცირეს უსვამდა ხაზს. 5,000 ლარი ბევრი არაა, მართალია, მაგრამ მრავალი სახის წარმოების გაკეთება მისითაც შეიძლება. მაგალითი სახეზეა, შესანიშნავი პროდუქტი შეიქმნა. ეხლა ის უნდა გავიცნოთ, ჩვენამდე უნდა მოვიდეს და ვიყიდოთ!

იდეის ავტორია ინდ. მეწარმე გენადი მახარაძე, სოფელ შემოქმედიდან, რომელმაც პროგრამაში ჩართვის განაცხადი შარშან შეავსო, გაიმარჯვა, საქმე დაიწყო და უკვე ბაზარზე ერთ და ორ კილოგრამიან შეფუთვებში დაფასოებული სიმინდის ფქვილი გაიტანა. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი სახელწოდებით „ნალია“ უკვე იყიდება ოზურგეთის ადილობრივ სავაჭრო ქსელში, მაგრამ ეს არ კმარა. ეს პროდუქტი უფრო მეტ დახლზე უნდა მოხვედრას იმსახურებს.

ბაზარში დაუფასოებელი სიმინდის ფქვილი 2 ლარი ღირს და ჩემს ოჯახში კვირაში 2-3 კილოს მაინც ვყიდულობთ. დაფასოებულში მე პირადად 2 ლარზე მეტის გადამხდელი ვარ, დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე. ნალია კილოგრამიანი ოზურგეთში 1.7 ლარად იყიდება. ჩამოიტანეთ თბილისში, მეტიც დაადეთ და აი ნახეთ თუ არ გაიყიდება. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ მარკეტინგი სერიოზულად გექნებათ მისახედი.

მოგმართავთ თქვენ:

თუ თქვენ ამ სავაჭრო ობიექტი გაქვთ ან კიდევ სადისტრიბუციო კომპანია “ჩაავლეთ” ნალიას. ჩამოიტანეთ თბილისში და დადეთ დახლზე. ეს პროდუქტი უნდა მივიდეს მომხმარებლამდე. დაუკავშირდით პირდაპირ მწარმოებელს: ი.მ. გენადი მახარაძე, ოზურგეთი, სოფელი შემოქმედი, 551 08 13 73, maxaradze-geno@mail.ru

… და მერე ჩვენც გაგვაგებინეთ … გაგვიხარდება …