ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > სერველადი მითანასაგან – დღე #29, 30 დღიანი გამოწვევა
მითანა

სერველადი მითანასაგან – დღე #29, 30 დღიანი გამოწვევა

ეს დიდებული კალათა მითანას 26-27 სექტემბერს ჰქონდა წარმოდგენილი. იმდენად ეფექტური სურათია, რომ უარი ვერ ვუთხარი ამ გამოწვევის სტატიის მთავარი სურათის პოზიციაზე. ჩემი ნაყიდი და გადაღებული სურათი კი აქვეა, მოკრძალებულად, ქვემოთ …

სერველადი

არ მეგულება ხორციმჭამელი რომელსაც ძეხვი არ უყვარს. სერველადი ძეხვების მეფედ თუ არ ჩაითვლება, ძეხვეულის ოჯახში თავისი ადგილი ნამდვილად ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მაინც უჭირავს.

მწარმოებელია მითანა, რომელიც ჩვენს მიერ ქარვასლასთან ერთად 26-27 სექტემბერს ჩატარებული გამოფენა-გაყიდვის მონაწილე კომპანიაა. დეკემბერშიც გვინდოდა ჩვენს გვერდით ყოფილიყო, მაგრამ ისეთი წინასახალწლო სამზადი აქვთ, რომ აშკარად არ ვერ მოიცალეს.

მითანა ისედაც ცნობადი კომპანიააა და რად უნდა ხომ კიდევ რეკლამა? მაინც უნდა! იმიტომ რომ საქართველოში დიდი ოდენობით იმპორტირებული ძეხვეული იყიდება იმ მცდარი მოსაზრებით, რომ აქ არ შეგვიძლია თურმე ხარისხიანის წარმოება. გადაიხადე სათანადოდ და ნახავ ქართულ ძალიან ხარისხიან ძეხვეულს, რომლითაც იამაყებ!

 

მითანა, სერველადი

 

იყიდეთ ქართული ნაწარმი. დააგემოვნეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი.