ქართულია & kar.ge-ა!
გემრიელი საჭმლის ზეთი კულინარების ის ძირითადი ატრიბუტია, რომლის გარეშეც გემრიელი კერძის მომზადება გაუჭირდება. ვიტყვი რომ საჭმლის ზეთი – გემოს ძალაა!
მე წარმოგიდგენთ ქართულ და kar.ge პროდუქტს საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია “ქარვა”-ს მიერ წარმოებულს. კომპანია ქარვა თავის უპირატესობებს ასე წარმოაჩენს:
- ნედლეული
- ტექნოლოგია
- ხარისხი
- კვალიფიციური კადრები
- ინოვაციური მენეჯმენტი
- გუნდურობის პრინციპი
მე კი გეტყვით რომ ძირითადად ამ ზეთს მოვიხმარ და საკმაოდ კმაყოფილი ვარ, მჯერავს რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია.
აღმოვაჩინე რომ ჩვენი ანუ Kar.ge აქტივისტების და კომპანია “ქარვა”-ს მიზანი და მისია ემთხვევა და ეს კიდევ უფრო გამიხარდა. ვებგვერდზე კომპანია წერს თავის მისიას შემდეგნაირად: ჩვენი მისიაა: ხელი შევუწყოთ დასაქმების პრობლემას და წვლილი შევიტანოთ ქართული ეკონომიკის განვითარებაში.
თუმცა თუ მათი მისია დასაქმების ხელშეწყობაა პატარა რჩევას მივცემ, შეუძლიათ კიდევ მინიმუმ ერთი თანამშრომელი შეიძინონ თავინთ სასარგებლოდ – ეს კადრი მათ აუცილებლად სჭირდებათ და ამ პოზიციის დასახელებაა სოც.მედია მენეჯერი ან მინიმუმ ფეისბუქ ადმინისტრატორი ვინაიდან მათი ფეისბუქის გვერდი ძალიან მარტოსული და მიუხედავია, ეს კი მგონია უნდა იყოს კომპანიის ერთ-ერთი შორი თვალიდან დანახული პრობლემა.
დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთქართულიწარმოებისპროდუქცია,იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.