ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > საქკაბელი

საქკაბელი

საირმის 83, თბილისი, საქართველო
+ 995 577 26 40 09
office@sakcable.ge
http://sakcable.ge
http://sakcable.ge
FB / საქკაბელი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

სს საქკაბელი საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი მწარმოებელია. ქარხანა 1958 წელს დაარსდა. მის ძირითად ფუნქციას 74 დასახელების 2000-მდე სპეციფიკაციის კაბელების წარმოება წარმოადგენს. პროდუქცია ბრენდული დასახელებით – „საქკაბელი“ იყიდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

2012 წელი სს საქკაბელში რებრენდინგი განხორციელდა. ბრენდის ახალი საიდენტიფიკაციო ატრიბუტიკა ბიზნეს ორიენტაციასა და წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას აერთიანებს, რომლის მეშვეობითაც კომპანიამ ბაზარზე ლიდერის პოზიციის დამკვიდრება შეძლო.

2016 წელს აწარმოე საქართველოს ფარგლებში მოხდა წარმოების ხელახალი, სრული გადაიარაღება. ქარხანა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მანქანა-დანადგარებით, რამაც უახლესი საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული ისეთი პროდუქციის წარმოების საშუალება მოგვცა, როგორიცაა ეკოლოგიურად სუფთა ჰალოგენის გარეშე კაბელი.

2018 წელს “საქკაბელი”-ს მიერ წარმოებულ პროდუქციას მიენიჭა CE მარკირება, რომელიც გულისხმობს პროდუქციის სრულ შესაბამისობას ევროპულ სტანდარტებთან.