ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
სავანეთი

საქველმოქმედო კვერცხი სავანეთი რომელიც „აგრილებს“ …

გაგიკვირდათ ხომ სათაური? მეც …

კვერცხი სავანეთი kar.ge-ზე აქამდეც გაგვიშუქებია. ეხლა ალბათ არც მიიქცევდა ყურადღებას რომ არა ორიგინალური შეფუთვა და სლოგანი [ზაფხულს რომ უხდება ისეთი] – კვერცხი რომელიც აგრილებს. და კიდევ ერთი … სად საქველმოქმედო და სად კვერცხი?

27 თეთრად ვყიდულობ ხოლმე მარკეტში. გემრიელია, ფასიც ნორმალური აქვს, და რაც მთავარია ქართული დედლის გაგორებულია, საქართველოში წარმოებული … მწარმოებელია სავანეთი, ვებსაიტი არ აქვს, მაგრამ Facebook გვერდი აქვს ნორმალური.

ეს ის შემთხვევაა, როცა ხარისხშიც, იუმორშიც და შესრულებაშიც 10-იანი რომ ეკუთვნით 🙂 თორემ სად კვერცხი, სად გაგრილება და სად საქველმოქმედო ფუნქცია?