ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პრაქტიკული განათლება > როგორ ვაწარმოოთ საფუტკრე ჟურნალი?
საფუტკრე ჟურნალი

როგორ ვაწარმოოთ საფუტკრე ჟურნალი?

როგორ ვაწარმოოთ საფუტკრე ჟურნალი? რაში გეხმარება ჟურნალი? რა უნდა დაწერო ჟურნალში? რითი უნდა დაიწყო? როგორია ჟურნალის ვიზუალური ფორმა? კომპიუტერში ჯობია თუ ფურცელზე გაკეთება სჯობს?

როცა 1-2 ფუტკრის სკა გაქვს, შეიძლება ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ თუ ამ საქმეს სერიოზულად მოჰკიდებთ ხელს და ასობით ოჯახი გყავთ, საფუტკრე ჟურნალი უკვე აუცილებლად უნდა აწარმოოთ. მის გარეშე უბრალოდ არ შეიძლება.

ვითომ პატარა დეტალია, მაგრამ საფუტკრე ჟურნალის წარმოებას შეუძლია დიდი დახმარების გაწევა შემდეგი შეკითხვებისათვის პასუხების გაცემაში: როდის ვუმკურნალო ფუტკარს ამა თუ იმ დაავადებაზე? რაზეა ორიენტირებული ესა თუ ის კონკრეტული სკა? როგორ და რა პერიოდისთვის გავაკეთოთ ის სამუშაოები, რაც აუცილებელია? როგორია ოჯახის მახასიათებლები? ჩაინიშნეთ ყველაფერი, რათა სრულად გექნეთ ფუტკრის ყოველი ოჯახის ისტორია.

რამოდენიმე რჩევა ბნ. გიასაგან:

  1. მეფუტკრემ ფუტკრის მოყვანამდე უნდა დაიწყოს ჟურნალის წარმოება
  2. უარი კომპიუტერის გამოყენებაზე, გამოვიყენოთ უბის წიგნაკი
  3. მოვლა ვაწარმოოთ მხოლოდ ჩაწერილი ისტორიიდან გამომდინარე
  4. ყველა სკაზე გავაკეთოთ ინდივიდუალური ჩანაწერი

 

ვიდეოს ავტორია Mosavali.org, რომლის Facebook გვერდზე და YouTube არხზე უამრავი სხვა სასწავლო ვიდეოს ხილვა შეგიძლიათ. kar.ge-ზე ვიდეოს და სტატიის განთავსება ხდება მოძრაობა KAR.GE-სა და Mosavali.org-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად.