ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!

როგორ გამოიყურება „Checkin Georgia”-ს ფარგლებში გახსნილი ბათუმის საფესტივალო სოფელი?

ბათუმის საფესტივალო სოფელი უკვე თითქმის 1 თვეა რაც ფუნქციონირებს. იგი ბათუმის ძველ ბულვარშია მოწყობილი. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ეს არის ორი პარალელურად მდგარი ხის შენობა, რომელშიც ქართული წარმოების პროდუქცია იყიდება. უდაოდ დადებითი ფაქტია რაც იქ ხდება [რასაც თვალი ხედავს]. ღონისძიება ცხადია ტურისტებისთვისაა გათვლილი და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.

დაათვალიერეთ ფოტოები, რომელთა გამოგზავნისათვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბრენდი „ჩირკოლადი“-ს წარმომადგენლებს (Y)