ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > სიახლე > ფოტოები: საფესტივალო სოფელი ბათუმში

ფოტოები: საფესტივალო სოფელი ბათუმში

ერთი კვირის წინ ბათუმში „გავძვერი“ და აჰა თქვენ მეტად საინტერესო ფოტოები (y)

ბათუმის საფესტივალო სოფელი ივნისის მერე ფუნქციონირებს. იგი ბათუმის ძველ ბულვარშია მოწყობილი. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ეს არის ორი პარალელურად მდგარი ხის შენობა, რომელშიც ქართული წარმოების პროდუქცია იყიდება. უდაოდ დადებითი ფაქტია რაც იქ ხდება [რასაც თვალი ხედავს]. ღონისძიება ცხადია ტურისტებისთვისაა გათვლილი და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ეხლა კი იდეა, რომელიც ძალიან მოგეწონებათ …

ეს იდეა ჩემი არაა, ამიტომ მოვიხსენიებ ავტორსაც – ჩირკოლადის დამფუძნებელს, ბნ. გოგი არწივიძეს (y)

საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება ტურისტების რაოდენობა. უამრავი ტურისტული წერტილია, სადაც ეს ხალხი დადის და ხარჯავს. და რაში ხარჯავს? რა იქნებოდა, რომ ყველა ასეთ წერტილში ქვეყნის მასშტაბით მოეწყოს ქართული საფესტივალო სოფელი თუ არა მცირე ობიექტი [გადასატანი], სადაც ქართული ნაწარმი გაიყიდებოდა? თემა ძლიაან მაგარია და დარწმუნებული ვარ ეს ჩიტი ბრდღვნად ღირს თუ ჭკვიანურად გაკეთდება!!!