ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ანალიტიკა > სალომე ასათიანის ინტერVIEW რობერტ უეიდთან
რობერ უეიდი

სალომე ასათიანის ინტერVIEW რობერტ უეიდთან

ინტერVIEW – რადიო თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტია, რომელსაც ქ-ნი სალომე ასათიანი პრაღიდან უძღვება. და რაც ეს გადაცემა დაიწყო, ბევრი პოლიტიკოსი მინახავს „კუთხეში დაყენებული“. შეკითხვები არის პირდაპირი და მათზე პასუხი არც ისე ადვილია.

ეს ვიდეო kar.ge-ზე გამოვიტანე, ვინაიდან თემა არის ქვეყნის განვითარება, რაც ჩვენი თემაა. ოღონდ აქ უფრო სახელმწიფოს როლზეა საუბარი. მოდით ჩაუჯექით წყნარად და უყურეთ/მოუსმინეთ და მერე მოსაზრებები ღიად დაწერეთ. ჩემი აზრი აგერ, ქვემოთ მიწერია.

მე პირადად რაც მეტ ასეთ ჭკვიანურ საუბარს ვუსმენ, მით მეტად ვრწმუნდები, რომ მოძრაობა KAR.GE-ს აბსოლუტურად სწორი მიმართულება აქვს აღებული [ზემოთ მარჯვნივ ახედეთ].