ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
საირმის-ნაკადული

საირმის ნაკადული – სიჯანსაღის ბუნებრივი წყარო

ქართულია & kar.ge-ა!

წყალი ადამიანის ორგანიზმისთვის შეიცავს ძალიან ბევრ სასარგებლო მინერალს და ის უნიკალური გზით დაბალანსებული მინერალების კომპოზიციისგან შედგება: კალციუმი, მაგნიუმი და სილიციუმი. ადამიანის ორგანიზმის 70 %-ს  წყალი წარმოადგენს. მინერალური წყალი, ონკანის წყალთან შედარებით, შეიცავს ბევრად მეტ მინერალს და მიკრო-ელემენტს, რომლებიც სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის.

ძალიან მიყვარს მინერალური წყალი. საკმაოდ ბევრი ქართული კომპანია აფასოებს და აწარმოებს მინერალურ წყალს. მათგან გამოვარჩევდი საირმის  წყლებს, რომელსაც აწარმოებს შპს “საირმე მინერალ ვოთერს”-ი ასორტიმენტის ფართო არჩევნით.

საირმის ნაკადული მოიპოვება მიწისქვეშა ქანების სიღრმეებიდან, რომლებიც საქართველოს დასავლეთ ნაწილში ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, კურორტ საირმეში მდებარეობს. საირმის მინერალური წყლის წყაროები მდებარეობს ზღვის დონიდან 950 მეტრ სიმაღლეზე. წყალს აქვს რბილი და სასიამოვნო გემო. საირმის მინერალური წყალი  განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა. ის შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ მიკროელემენტებს და  სასარგებლო მინერალებს. საირმის “ნაკადულებს” ოპტიმალური ქიმიური შემადგენლობა აქვს, რომელიც პასუხობს ადამიანის ფიზიოლოგიურ მოთხოვნებს, მისი, როგორც ნატურალური სასმელი წყლის, საჭმლის მომზადების და სხვა სახით მოხმარება, ყოველდღე, შეზღუდვის გარეშეა შესაძლებელი.  ბოთლში ჩამოსხმული სუფთა წყალი რეკომენდირებულია ბავშვებისთვისაც.

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.