ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > გამარჯვებული საქართველო > იამაყეთ! რქაწითელი New York Times-მა …
რქაწითელი

იამაყეთ! რქაწითელი New York Times-მა …

რქაწითელი New York Times-ის შერჩეულ ღვინოების საუკეთესო 20-ეულში მოხვდა. ეს პირველმა არხმა გააშუქა 8 მარტს. აი ვიდეოც:

 

დავინტერესდი და წყარო გამოვქექე …

ამ რეპორტაჟში ყველაფერი არაა ნათქვამი … რეალურად კი 2011 წლის რქაწითელი – ხოხბის ცრემლები 20 იმ საუკეთესო ღვინოს შორის მოხვდა, რომლებიც 20 აშშ დოლარზე ნაკლები ღირს. მთლად საუკეთესო ვერ ვართ, მაგრამ საამაყოა, როცა ასეთი გამოცემა ტოპებში გასახელებს! ციტატა NYT ორიგინალური სტატიიდან, რომელის 2015 წლის 21 იანვარს გამოქვეყნდა:

Pheasant’s Tears Kakheti Rkatsiteli 2011 $19

This unusual wine, made from the ancient rkatsiteli grape, comes from the republic of Georgia, a cradle of winemaking history. It is fermented and aged in a qvevri, a traditional clay vessel lined with beeswax and buried in the earth. The result is a deep amber wine with a raspy texture, steely and full-bodied, with aromas and flavors of apples, herbs and nuts. (Terrell Wines, San Francisco)

 

ჩვენთან კი “ოპერატიულად” გაშუქდა 8 მარტს …

აი ესააა ქართული წარმატების “დაფასება ქართულად” …