ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პრაქტიკული განათლება > რობოტი, რომელიც თქვენი მარწყვის მოსავალს აიღებს

რობოტი, რომელიც თქვენი მარწყვის მოსავალს აიღებს

პროფესიონალი მარწყვის მკრეფავი საათში 12-20 კგ მარწყვს კრეფს …

ბელგიაში კი წელიწადში 48 ათასი ტონა მარწყვი იკრიფება …

ხვდებით ხომ რა სამუშაო ძალაა ჩართული საქმეში?

როგორც ჩანს ამ პროცესის ავტომატიზება ბელგიელებისათვის შოკოლადზე მეტად მიმზიდველი საქმე გამოდგა და აი სიახლე, რომელიც კომპანია OCTINION-მა წარმოადგინა …

[სხვათა შორის მარწყვის მკრეფავი რობოტების შექმნაზე მსოფლიოში სხვებიც მუშაობენ, მაგალითად იაპონელები]

ეს პროტოტიპი OTVINION-მა 3 წლიანი საიდუმლო მუშაობის შემდეგ შექმნა და პირველად საერთაშორისო მექანიზაციის გამოფენაზე Hoogstraten-ში რამოდენიმე დღის წინ წარმოადგინა.

უპირატესობები:

  • მუშაობს 24 საათი [რობოტია …];
  • კრეფს 24 კილოგრამს საათში [2-ჯერ მეტს, ვიდრე საშუალო მკრეფავი ადამიანი];
  • კრეფს ძალიან სათუთად;
  • ბაზარზე შემოვა 2018 წელს;

 

ნახეთ ვიდეოები …

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის – www.octinion.com