ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
IFFE 2023
IFFE 2023

რელიზი: 11 ქართული კომპანია საერთაშორისო ექსპო – IFFE 2023-ში მონაწილეობს

WORLD-OKTA & KAR.GE-ს ორგანიზებით, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოსა და 🇰🇷 კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ქართული დელეგაცია მონაწილეობს ფერმენტირებული საკვების საერთაშორისო ექსპოზე – IFFE 2023 – https://iffe.or.kr/, რომელიც 26-29 ოქტომბერს კორეის რესპუბლიკაში ტარდება.

IFFE 2023-ზე მონაწილეობენ ბრენდები:

გეონატურალი (თაფლი);
თბილღვინო (ღვინო);
ლამარია (თაფლი);
ნინო მერის მარანი (ღვინო და ჩურჩხელა);
პლანტველი (ბიო პროდუქტი: ბიო მარწყვის ჯემი);
რუხი დედოფალი (თაფლი);
ქალაქური (ჩირი, ტყლაპი და თხილეული);
ქინძმარაული ყვარელი (ღვინო);
ღვინის ეზო #1 (ღვინო);
ჩაროზი (ჩარო და ჩურჩხელა);
ჩიკორი (ჩირი).

ფერმენტირებული საკვების საერთაშორისო ექსპოში (International Fermented Food Expo) ყოველწლიურად 500-მდე კომპანია 10,000+ პროდუქტით მონაწილეობს და მათ სტენდებს 200,000+ ვიზიტორი სტუმრობს. ქართულ სტენდს საერთაშორისო პავილიონში პრიორიტეტული ადგილმდებარეობა აქვს, რაც World-OKTA-ს თბილისის ფილიალის პრეზიდენტის, ბნ. Kwang Bok Lee-ს დიდი ძალისხმევის შედეგია.

დამატებითი ინფორმაციისთვის:

KAR.GE
577 73 79 64
info@kar.ge
http://kar.ge