ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
საირმე

რატომ უნდა ვიყიდო საირმე?

რატომ უნდა ვიყიდო საირმე?

საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით და ქვეყნის ყველა კუთხე ამ მხრივ გამორჩეულია. არ დაგიმალავთ და მინერალურ წყლების ნიუანსებში ამ მომენტში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ kar.ge -დან გამომდინარე მუდმივად ვიღებ ახალ ინფორმაციებს.

ყველა კუთხის წყალს თავისი შემადგენლობა აქვს და არაერთხელააა დამტკიცებული, რომ ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა. აი ამ გვერდზე ძალიან დეტალურადაა ჩამოყალიბებული რა მინერალების გამოა საირმე განსაკუთრებული.

საირმეს ლეგენდა

პირველადი წყაროები საირმის წყლების შესახებ 1893 წელს, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან გვხვდება. იმერეთში, ერისთავების კუთვნილ ტყეებში, ირმების ამოჩემებული ადგილი პირველად მონადირეებმა შენიშნეს.

ლეგენდის თანახმად, წყალი აღმოაჩინეს დაჭრილი ირმის კვალს ადევნებულმა ძმებმა. წყარო ჟანგით გადაწითლებულ ქვებზე მოედინებოდა, მის გარშემო კი ყველაფერი მარილს გადაეთეთრებინა. ირმის ჯოგები მარილს და წყალს მორიგეობით ეტანებოდნენ. ამიტომაც იქაურობას საირმე უწოდეს.

ადგილს ყურადღება მწყემსებმაც  მიაქციეს და კიდევ ერთი უჩვეულო რამ აღმოაჩინეს – ირმების წყაროდან დაახლოებით 3 კმ-ის მოშორებით, ერთ ადგილას ბალახი მუდამ მწვანე რჩებოდა, თოვლს არ დებდა, მიწა კი წვიმის მოსვლიდან რამდენიმე წუთში გამშრალი იყო. „ჯადოსნური“ ველის საიდუმლოს ფარდა 20-იან წლებში აეხადა, როცა გეოლოგებმა მიწის სიღრმეში ცხელი მინერალური წყალი აღმოაჩინეს.

ეწვიეთ ბრენდის ვებსაიტს და Facebook გვერდს,სადაც კიდევ უფრო მეტ საინტერესო ამბავს გაიგებთ საირმეს შესახებ.

საირმეს ეს კონკრეტული ბოთლი 70 თეთრად შევიძინე გუდვილში. ქართულია და kar.ge-ა, შესაბამისად kar.ge-ზე სათანადოდ წარმოდგენა აუცილებელია. ისე, თუ გადავხედავთ იგივე გუდვილის ფასებს მინერალური წყლების 0.5 ლიტრიან ბოთლებს დაახლოებით ერთნაირი ფასი აქვთ: ბორჯომის ფასი  0.75 ლარია, ნაბეღლავის ფასი 0.80,  ხოლო მიტარბის ფასი კი  0,70 ლარს. დანარჩენი უკვე გემოვნების ამბავია.

მართლა სანატრელია ის, რაც ხდება წყლების და მინერალური წყლების ბაზარზე საქართველოში – ბაზარი ქართული წარმოების პროდუქტებითაა გაჯერებული. ვისურვებდი იგივე სიტუაცია იყოს სხვა ბაზრებზეც, რომლებიც იმპორტმა წალეკა.