ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > პონი, დამზადებულია საქართველოში
პონი, დამზადებულია საქართელოში
პონი, დამზადებულია საქართელოში

პონი, დამზადებულია საქართველოში

უკვე იმდენმა ადამიანმა გაიგო ჩვენი “kar.ge” წამოწყების შესახებ, რომ ახლობლები ქართულ პროდუქტს მიზიარებენ 🙂 ერთ დღესაც ჩემმა ძმამ გამომიგზავნა ქართული სველი სალფეთქი – პონი.

ძალიან მომეწონა, ლამაზი და გამძლე შეფუთვა, შესაბამისი ფასი, ზომიერად სველი და მოზრდილი უალკოჰოლო სალფეთქები აშკარად სერიოზული კონკურენტია უცხოური ანალოგებისათვის.

თუმცა ერთი დიდი მინუსი უნდა დავუწერო მესვეურებს – მგონი საერთოდ არ იციან რას ნიშნავს მარკეტინგი. ლამის 1 თვეა ვეძებ ამ სალფეთქს, მაინტერესებდა ასორტიმენტი და მაღაზიების უმეტესობაში წარმოდგენაც არ აქვთ მის შესახებ, ინტერნეტშიც ვერაფერი მოვიძიე … დამამზადებელია კომპანია ფინკელი და საიტიც მითითებულია შეფუთვაზე “finkel.ge”,  მაგრამ ეს რესურსი გათიშულია და პროდუქტიც აშკარად გურამიშვილის (ოფიციალური მისამართი) მიმდებარედ იყიდება მხოლოდ.

არადა როგორც პროდუქტი, ნამდვილად ხარისხიანია. თან არაალერგიული, ჩვენ ყველაზე კომფორტულად ამ სალფეთქს ვხმარობთ…

იმედს ვიტოვებ, რომ კომპანია ეხლა იწყებს მუშაობას და ის რაც ჩემმა ძმამ აღმოაჩინა, საცდელი პარტიაა და მალე ვიხილავთ აქტიურ და ცნობად ბრენდს პონი, რომელიც დამზადებულია საქართველოში!