ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > პინგოს ვანილის ნაყინი. ცივ ყავაში მაინც სულ სხვაა …
პინგო-ვანილის-ნაყინი-pingo

პინგოს ვანილის ნაყინი. ცივ ყავაში მაინც სულ სხვაა …

ისეთი რა უნდა თქვა ეხლა ვანილის ნაყინზე ხო? არადა … პინგოს ვანილის ოჯახური ნაყინი გუშინ მივირთვით. ოღონდ ასე „უმად არა“ … ჩემებური მაგიით „შევკმაზე“ … ცივი ყავა გავაკეთე …

მე ასე ვაკეთებ ხოლმე …

დიდ ჭიქაში ვყრი 2:1 შეფარდებით შაქარს და ყავას. თუ 2 ადამიანზე ვაკეთებ, მაშინ 4 ჩაის კოვზი შაქარი და 2 კოვზი ყავა. ამ შემადგენლობას ოდნავ ვასველებ წყლით და მიქსერით ქაფი ამომყავს [არ ვანჯღრევ ზოგიერთებივით]. დაახლოებით 5 წუთი და რამოდენიმე კოვზი წყლის პერიოდული დამატება უნდა, რომ სქელ უგემრიელეს მასად გადაიქცეს. წინასწარ გამზადებულ ჭიქებში წყალს, ყინულს, ნაყინს ჩავუშვებ, ზემოდან ეს ქაფი, იმის ზემოდან კიდევ სიროპი ან შოკოლადი და მზადაა …

ზაფხულობით ვინც გვსტუმრობს არ აგებს ხოლმე … 🙂

პინგოს რომ დავუბრუნდეთ …

პინგოს მარწყვის ოჯახური ნაყინი ნამდვილად კარგია, მაგრამ ვანილის ნაყინი ერთადერთია, რომელსაც ცივი ყავის მომზადებისას ვიყენებ. 0,5 ლიტრიანია და 4.8 ლარი ღირს დახლზე. კომპანიას ვებსაიტიც აქვს და Facebook გვერდიც. ასე რომ დანარჩენი კი იცით რაც უნდა ჰქნათ …