ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > პაშტეტი – მითანასგან

პაშტეტი – მითანასგან

ქართულია & kar.ge-ა!

პაშტეტის უამრავი სახეობა არსებობს, სადაც წამყვანი ინგრედიენტი ქათმის, ძროხისა თუ ღორის ღვიძლია დამხმარეთ კი სხვადასხვა სუნელები არის გამოყენებული.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის ღორის ღვიძლის პაშტეტი მითანასგან. დიახ ეს ის კომპანიაა, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, რაც წარმოების მთელ ჯაჭვს მოიცავს– ნედლეულის მიღება და შენახვა, პროდუქციის დამზადება, მზა პროდუქციის შენახვა და მომხმარებლისთვის მიწოდება. სწორედ ამიტომ მითანა არის კომპანია რომელმაც მიიღო ISO 22000, რითაც დასტურდება რომ კომპანია კვების პროდუქტების უსაფრთხოების მართვის სისტემების მფლობელია.

ჩემთვის, როგორც რიგითი მომხმარებლისთვის „მითანა“ ასოცირდება ხარისხთან და უსაფრთხოებასთან

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.