ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
პასქა-ტკბილი ქვეყანა

პასქა, რომელსაც ტკბილი ქვეყანა აწარმოებს kar.ge-ა?

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ დავაგემოვნოთ სხვადასხვა ქართველი მწარმოებლების პასქები და გამოვთქვათ ჩვენი აზრი. ეს ზუსტად ის არის, რასაც ჩვენი მკითხველი ჩვენგან ელის: მიუკერძოებელი აზრი!

ტკბილი ქვეყანა ყველამ ვიცით [ვებსაიტი, Facebook გვერდი]. კომპანია სააღდგომაო პასქებს გვთავაზობს. სურათზე ნაჩვენები ვარიანტი დახლზე ფასი 8-5,8 ლარი ღირს, 850 გრამიანია. იყიდება პრაქტიკულად ყველგან [თბილისში ყოველ შემთხვევაში].

რა მომწონს:

  1. არომატი აქვს შესანიშნავი!
  2. გემო გადასარევი!
  3. ზომიერად ტკბილია;
  4. სასაჩუქრედ თუ გინდათ, დიდებული არჩევანი გამოგივათ. გარედან მუყაო, შიგნით მეორე ცელოფნის შეფუთვაა;
  5. გულში ქიშმიშის გარდა კიდევ სხვა გემრიელობები აქვს;

ერთადერთ შენიშვნა მაქვს მხოლოდ: მე პირადად მეტ ქიშმიშს ვისურვებდი პასქაში [ძალიან მიყვარს]. სწორედ ამიტომ დავდე ასე გაჭრილად, რომ ყველამ ნახოთ [გეფიცებით არაფერი გამომიჩიჩქნია : ) ];

მოგეწონა? გააზიარე, რომ სხვამაც გაიგოს ამ პროდუქტის შესახებ!