ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
იფქლი-პასქა

პასქა, რომელსაც იფქლი აწარმოებს kar.ge-ა?

იფქლის პასქის დაგემოვნების ჯერიც მოვიდა! მანამდე კი მივირთვით და შევაფასეთ ტკბილი ქვეყანას, მარშეს და ნარცისის პასქები. ნამდვილად კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოში ასეთი სერიოზული საწარმოები გვაქვს!

იფქლი ყველამ ვიცით, პურპროდუქტების მწარმოებელია, რომელიც სხვათა შორის ჩემი ოჯახის ყოველდღიური სტუმარია [ვებსაიტი, Facebook გვერდი]. თუმცა დღეს პირველად ვაგემოვნებ ამ ბრენდის პასქას. სურათზე ნაჩვენები ვარიანტი დახლზე ფასი 7-8 ლარის მიდამოშია, 850 გრამიანია. იყიდება პრაქტიკულად ყველგან [თბილისში ყოველ შემთხვევაში].

რა მომწონს:

  1. არომატი აქვს შესანიშნავი! გემო გადასარევი!
  2. პასქა ზომიერად ტკბილია, ტენიანია და მყარიცაა;
  3. ორმაგი შეფუთვა აქვს [სასაჩუქრედ მშვენიერია]
  4. განსაკუთრებულად მომეწონა, რომ ქიშმიში ნორმალურად აქვს : );
  5. მოჰყვება დაპაკეტებული შაქრის პუდრი ზემოდან მოსაფრქვევად;

შენიშვნები:

  1. ცელოფნის პაკეტიდან პასქა რომ ამოვიღე და ქაღალდის ხელსახოცზე დავდე, ხელსახოცის ერთი ფენა ოდნავ დანამა. პასქის ძირი მე მგონი ნამიანი არ უნდა იყოს;
  2. ჩემთვის, როგორც მომხმარებლისთვის გაუგებარია რატომ არის რებრენდინგის შესახებ ინფორმაცია [რომ იფქლმა სახელი გადაირქვა და შპს „პური“ დაირქვა] პასქის ორივე შეფუთვაზე? ვერ გავიგე, რებრენდინგის დღესასწაულია თუ აღდგომის?
  3. ჩემთვის, ჩემი ცოდნიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, გაუგებარია შპს „პური“ რამ დაგარქმევინათ? რატომ მოკალით „იფქლი“? ან თუ რებრენდინგი გააკეთეთ, მარტო პასქით გაკეთებული რებრენდინგი სადაური რებრენდინგია? რატომ არ არის საიტი და Facebook გვერდიც გამოცვლილი? რატომ არის იგივე სახელი თეთრი პურის შეფუთვაზე მაგალითად? ასე რებრენდინგი არ კეთდება მეგობრებო!

საერთო შედეგი: 5:3

მოგეწონა? გააზიარე, რომ სხვამაც გაიგოს ამ პროდუქტის შესახებ!