ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ექსპორტი > იამაყეთ! ნიუ-იორკში georgia’s Natural-ის მურაბები იყიდება

იამაყეთ! ნიუ-იორკში georgia’s Natural-ის მურაბები იყიდება

kar.ge-ზე მიმდინარე კამპანია – “დაიპყარი მსოფლიო“-ს ფარგლებში დღეს წარმოგიდგენთ სურათებს, რომელთა მოწოდებისათვის ისევ და ისევ ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თანამემამულე – ხათუნა მურვანიძეს. ხათუნა New-York-ში ცხოვრობს. დღეს კომპანია – georgia’s Natural -ის ამერიკულ დახლზე არსებობის უტყუარ დადასტურებას წარმოგიდგენთ. ამ მომენტში ხათუნასგან მურაბების სურათი მივიღე.

მურაბა

აი ეს არის ნამდვილად საამაყო საქმე!

იამაყეთ ქართულით!

 

ჩვენ კიდევ გვაქვს ბლომად მიღებული სურათები სხვადასხვა ქვეყნიდან და მათ ეტაპობრივად შემოგთვაზებთ 🙂

 

PS

მოგმართავთ თქვენ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ქართველებს: აღმოაჩენთ დახლზე ქართულ პროდუქტს? გადაუღეთ სურათი [რამოდენიმე, ყველა მხრიდან] და გამომიგზავნეთ. თქვენს სურათს და მოწოდებულ ინფორმაციას ასიათასობით ადამიანს ვაჩვენებთ.