ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > ნიკორას საბავშვო რძიანი სოსისი, დღე #4

ნიკორას საბავშვო რძიანი სოსისი, დღე #4

ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე.

არ მეგულება საქართველოში ადამიანი, რომელსაც სოსისი არ უყვარს …
თუ ვეგეტარიანელი არ არის რა თქმა უნდა …
ჩემთან ოჯახში ყველას ძალიან გვიყვარს …

ეს ნიკორას საბავშვო რძიანი სოსისი ამ რამოდენიმე დღის წინათ შევიძინე, როცა გამოწვევისთვის ვემზადებოდი. ვიყიდე გლდანში, ნიკორას მარკეტში. ცხადია წირვა დიდი ხნის წინ გამოვუყვანეთ, მაგრამ სურათი ხომ დარჩა? ჰოდა ინებეთ … კილოგრამი 10.90 ღირს, ეს ულუფა 4,12 -ისაა.

სოსისების და ძეხვეულის სფეროში საქართველოში დიდწილად საქართველოში წარმოებული პროდუქცია იყიდება. ხარისხზე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ თუ მეტს გადაიხდი, მეტად ხარისხიან პროდუქტს მიიღებ. ასეთ პროდუქციას მე უმეტესწილად მოწესრიგებულ სავაჭრო მარკეტში ვიძენ, ვინაიდან ხარისხის კონტროლი და წესრიგი იქ მეტია და იგივეს მოვუწოდებ ყველას, ვინც დამეკითხება.

ვისურვებდი საქართველოში ყველას ჰქონდეს იმდენი შემოსავალი, რომ ხარისხიანი საკვები პროდუქტებით იკვებებოდეს. ეს კი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ქართულს ყიდულობ. ზემოთ, გვერდის მარჯვნივ ახედეთ რატომ …

 

მაშ,
ველი თქვენს ფოტოებს 🙂 აქვე ქვემოთ 🙂