ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > გამარჯვებული საქართველო > გილოცავთ! ნიკოლოზ ბასილაშვილმა დღეს მეორე რაუნდი მოიგო (y)
ნიკოლოზ ბასილაშვილმა დღეს მეორე რაუნდი მოიგო

გილოცავთ! ნიკოლოზ ბასილაშვილმა დღეს მეორე რაუნდი მოიგო (y)

2 თვის წინ მოქმედი ქართველი ჩოგბურთელებისაგან არავის ვიცნობდი, დღეს უკვე სხვა რეალობაში ვარ. ნიკოლოზ ბასილაშვილი – უიმბლდონზე ხომ გვასახელა, ამჯერად აშშ ღია პირველობაში მონაწილეობს.

საკვალიფილაციო ეტაპის პირველ რაუნდში ნიკამ ესპანელი ორიოლ როკა ბატალა ანგარიშით 6:2, 6:4 დაამარცხა.  დღეს, მარიამობა დღეს კი ამერიკელი მიტჩელ კრუგერი სამ სეტში 4:6, 6:2, 6:3 დაამარცხა.

კიდევ ერთი გამარჯვება და იცით მერე რა? ნიკოლოზი უკვე ძირითად ბადეში იქნება და მერე იქნება უკვე ფრიად სერიოზული თამაშები და მოწინააღმდეგეები.

წარმატებები ნიკას!

წყარო: ნიკოლოზ ბასილაშვილის ოფიციალური FB გვერდი