ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
ნაყინი კრისტალი

ნაყინი კრისტალი – მე მგონი ფავორიტი ვნახე!

მარკეტინგი?
რა მარკეტინგი, რა საიტი, რის Facebook, რა ბრენდინგი …
მარტივად, პლასტმასის ჭურჭელში მოთავსებული 2 ლიტრი ნაყინი კრისტალი, რომელსაც უმარტივესი ეტიკეტი აქვს დაკრული ზემოდან და შემადგენლობის შემცველი სტიკერი ქვემოდან …

მაგრამ უგემრიელესიიიიიიიი ნაყინი კრისტალი…
თან 6 ლარად …
აშკარად ჯოკერია! ყველაფერს ჭრის …
და ჩემს გულამდეც გაჭრა გზა …

მწარმოებელია შპს კრისტალი. თბილისი, დოდაშვილის 24, ტელ.: 274 50 70
შემადგენლობა: მშრალი რძე, ნაღების კარაქი, შაქრის ფხვნილი, ვანილი, სტაბილიზატორი.
შევიძინეთ ჩვეულებრივ მარკეტში გლდანში. დღეს უკვე მეორედ …

გასინჯავთ თუ მხოლოდ ამის წაკითხვით დაკმაყოფილდებით?