ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > მწვანე ჩაი შემოქმედი – დღე #4, 30 დღიანი გამოწვევა
მწვანე ჩაი შემოქმედი

მწვანე ჩაი შემოქმედი – დღე #4, 30 დღიანი გამოწვევა

სურათს დააკვირდით …  ფოთოლია, ხედავთ? შეღებილი მტვერი კი არ არის როგორც ბევრი იმპორტული ჩაი? გასინჯეთ და დარწმუნდებით, რომ ამ სტატიაში დაწერილი ყოველი სიტყვა 100%იანია!

მე პირადად ჩაი შემოქმედი დაახლოებით 1 წლის წინ გავიცანი გამოფენაზე „აირჩიე ქართული“, რომელიც გუდვილში იმართებოდა. ჩაის ვაფასებ, დაყენებულ ჩაის ხომ საერთოდ და მით უმეტეს ქართულს. არ დაგიმალავთ და მწვანე ჩაის ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ დავუმუღამე, მაგრამ ვისაც მწვანე ჩაი მოსწონს, მათთვის მისწრებაა! შემოქმედის შავი ჩაი კი სუპერია! ჩემი ფავორიტია. ამ ბოლოს სხვათა შორის ერთჯერად პაკეტებშიც გამოუშვეს და ის უკვე გავაშუქე ერთ-ერთ წინა სტატიაში.

მწარმოებელია მილმართი. აქვე ვებსაიტიც და Facebook გვერდიც. ეს 100 გრამიანი შეფუთვა 3,5 ლარად ვიყიდე გუდვილში. მახსოვს ადრე მხოლოდ ბრენდულ ქსელებში იყიდებოდა, ეს ბოლო პერიოდი კი რამოდენიმე ჩვეულებრივ მარკეტშიც შევამჩნიე. ცოტა წინ კი წინ კი ნიკორას ქსელში შეიტანეს პროდუქტი. გადასარევია! ე.ი. მეტ ქართველ მომხმარებელს ექნება შანსი, რომ დააგემოვნოს ნაღდი ქართული ჩაი მართლაც საუკეთესო ფასში.

კომპანიასთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. თუმცა kar.ge თემით კომუნიკაცია ა.წ. სექტემბერში შედგა და წარმატებითაც. შემოქმედი ჩაერთო მოძრაობა kar.ge-ს და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლას მიერ ერთობლივად ორგანიზებულ „Kar.ge ქართული ქარვასლა“-ში 26-27 სექტემბერს და თავისი პროდუქცია წარუდგინა ერთგულ მომხმარებელს.

 

შავი ჩაი უფრო მოგწონთ თუ მწვანე?

გაგისინჯავთ შემოქმედის შავი ან მწვანე ჩაი?