ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მიწის თხილი ბუმი

გაინტერესებს მიწის თხილი “ბუმი” როგორია?

აგვისტოში, ბათუმში 2 დღით სტუმრობისას აღმოვაჩინე ეს მიწის თხილი. სპეციალურად ვეძებდი, რომ რამე ადგილობრივი წარმოების მენახა და kar.ge-ზე გამეშუქებინა. გამყიდველს რომ გავანდე ჩემი განზრახვის შესახებ გაუკვირდა, რად გინდაო. გაუკვირდა ეს რომ ვიყიდე 1.2 ლარად და არა იმპორტულები, უკეთესად შეფუთულები და სავარაუდოდ უფრო გემრიელებიც.

შ.პ.ს “ბუმი”-ს საკონტაქტო ინფორმაციას ინტერნეტში ძებნისას გადავაწყდი. მისამართი: საქართველო, ქ. ბათუმი, გუდიაშვილის ქ.N18/20, ბ.N68; ელ.ფოსტა : adambadze78@mail.ru; ტელეფონები: 597900222, 597 900333 [ესენი შეფუთვაზეა.

შენიშვნები:

  1. ბრენდინგის ელემენტები [სახელი, ლოგო, სლოგანი] – სახელი არაფრით გამოირჩევა. მეტიც, „ბუმი“ როგორც სიტყვა ბევრ პროდუქტშია გამოყენებული. ლოგო პრაქტიკულად არ აქვს, არც სლოგანი. კურიოზული ისაა, რომ ამავე სახელით [ბუმი] ge-ზე უკვე გაგვიშუქებია სხვა მიწის თხილი ბუმი, რომელსაც აშკარად სხვა შეფუთვა აქვს. მიხვდით ხომ 🙂 ? ფაქტიურად ორი მწარმოებელი აწარმოებს ერთი სახელით ერთიდაიგივე პროდუქტს … აბსურდია!
  2. შეფუთვის დიზაინი ძალიან მოიკოჭლებს. აშკარაა, რომ ვიზუალურ მხარეზე ბევრი ნაფიქრი არ არის.
  3. კომპანიას ვებსაიტი და FB გვერდი არ აქვს. საკონტაქტო ინფორმაცია მხოლოდ მობილურები და ru არის მითითებული [მე თან როგორ „მიყვარს“ mail.ru]. ეს დაუშვებელია!
  4. ხარისხი … ურიგო არაა, მაგრამ გარწმუნებთ 10-ჯერ უკეთესი იქნებოდა მიწის თხილი რომ მეყიდა და მე თვითონ მომეხალა სახლში. მოხალვა აშკარად აკლდა!
  5. ფასი 75 გრამს 1.2 ლარი აქვს. მე მგონი ამ ფასად არავინ იყიდის ასეთ პროდუქტს. ალბათ მხოლოდ ჩემნაირი თუ გაწირავს თავს.

კომპლიმენტები:

  1. აი დახლზე მდებარეობას კი შევუქებდი. თვალში რომ მომხვდა იმიტომაცაა, რომ დღეს ამ მიწის თხილის შესახებ ვწერ.
  2. ასევე შევუქებდი გაბედულებას, რომ პროცესი ამ მეწარმეებმა დაიწყეს. თუ არ დაიწყე, ვერც ვერასოდეს გახვალ ბოლოში. ასე რომ წარმატებას გისურვებთ მეგობრებო. და ნუ მიწყენთ, თუ ერთ-ორ მინუსს გავუსვი ხაზი ამ სტატიაში.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული წარმოების პროდუქტი ხანდახან აშკარად ჩამოუვარდება უცხოურს, ეძიეთ და იყიდეთ მხოლოდ ქართული პროდუქტი!