ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მსოფლიო გამოცდილება > როგორც იცავს სამხრეთ აფრიკის მთავრობა ადგილობრივი ფოლადის ბაზარს?

როგორც იცავს სამხრეთ აფრიკის მთავრობა ადგილობრივი ფოლადის ბაზარს?

წყარო: Independent Online – სამხრეთ აფრიკის ონლაინ საინფორმაციო  გამოცემის ეს სტატია.

 

სამხრეთ აფრიკა … ქვეყანა, რომელიც ერთის მხრივ უაღრესად მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით და მეორეს მხრივ კი უაღრესად დიდი სირთულეები აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით [ზრდა 2014-ში – 1,5 %, ზრდა 2015-ში – 1,3 %], ფოლადის ღრმა კრიზისში იმყოფება. დარგში საერთაშორისო მასშტაბით არსებული კრიზისის ფონზე ადგილობრივი ინდუსტრია ჩინეთიდან იაფი ფოლადის იმპორტმა თითქმის წალეკა.

ამ ფონზე კი რა გააკეთა მთავრობამ?
რა ინსტრუმენტები გამოიყენა დარგის გადასარჩენად?

პირველი რაც გააკეთეს იყო იმპორტზე 10% ტარიფები [2016 წლის დასაწყისში]. ამან რეალურად გააჩერა ფოლადის მრეწველობის დარგის განადგურება, იაფი ფოლადის შემოდინება, საწარმოების გაჩერება და სამუშაო ადგილების დაკარგვა. ამან შესაძლებლობა მისცა ადგილობრივ ინდუსტრიას ფასები დაებალანსებინა და სული მოეთქვა.

მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ღონისძიება იყო … რომელიც არ აღმოჩნდა საკმარისი, სწორედ ამიტომ სამხრეთ აფრიკის მთავრობა ადგილიობრივ კომპანიებისგან უკვე მოითხოვს იყიდონ მხოლოდ ადგილობრივი ფოლადის წარმოებების პროდუქცია.

ცნობისათვის:

  1. სამხრეთ აფრიკაში რკინის მადანი იწარმოება, რომელიც შემდეგ გადამუშავდება ამ ინდუსტრიაში ათობით ათასი ადამიანი დასაქმებული და ეკონომიკის მნიშვნელოვან შემადგენელს წარმოადგენს.
  2. ჩინეთი მსოფლიოს უდიდესი ექსპორტიორია. ისევე როგორც ნედლი ფოლადის მე-5 იმპორტიორი შეაქვს რა ქვეყანაში წლიურად 13,57 მილიონი ტონა ნედლი ფოლადი.
  3. ჩინეთს ყველა სხვა ქვეყანა უჩივის, რომ დემპინგს აწარმოებს. ამის გამო ბრიტანეთმა კინაღამ 15,000 სამუშაო ადგილი დაჰკარგა. გასულ კვირას კი 40,000-ზე მეტმა ფოლადის წარმოებაში დასაქმებულმა მუშამ გერმანიაში ჩინური დემპინგის წინააღმდეგ აქციები მოაწყო.

დასკვნა:

ბიზნესი ეს ბრძოლაა. ბაზრის დაცვაზე ორიენტირებული ღონისძიებები ერთია, მაგრამ მყიდველების სტიმულირება რომ იყიდონ ადგილობრივი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ერთიც საჭიროა და მეორეც.

და რას აკეთებს ჩვენი მთავრობა ადგილობრივი ბაზრის დასაცავად, რომლის 99% ოკუპირებულია? რას აკეთებს ადგილობრივის გაყიდვის სტიმულირებისათვის?