ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
კაპი

მზესუმზირა კაპი – დიდი გემო დიდ მარცვლებში!

კიდევ ერთი მზესუმზირის ბრენდი გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. ეს არის კაპი! ესენი იმდენს იზამენ, რომ პენსიონერი მზესუმზირასაც კი ვეღაც გაყიდის სკოლის წინ … 40 თეთრად შევიძინე 50 გრამიანი პაკეტი ობიექტში. მწარმოებელია თბილისში მყოფი კომპანია შპს „ჯეო სნეკი“. გემო? ჩვეულებრივი! მზესუმზირისგან რას უნდა ელოდო. მეტყობა ხომ ქუჩაში ცმაცუნი და კნატუნი რომ არ მიყვარს?

მეორეს მხრივ მიხარია, რომ კიდევ ერთი ახალი ქართული პროდუქტი ვნახე დახლზე. დიზაინიც მომწონს, სლოგანიც – დიდი გემო დიდ მარცვლებში! შეიძლება კაპი დღეს არ ქუხს, მაგრამ facebook გვერდზე 16,000+ Like აქვე აკრეფილი. გვერდი ყურადღებით დავათვალიერე, თავიდან ძიუდოისტებისიც კი მეგონა, მაგრამ მერე ერთი საინტერესო რამ შევამჩნიე – 300 ლარიანი ბონუს კამპანიის თაობაზე. ერთმა მომხმარებელმა კარგა მაგრად დასცინა, მაგრამ მე პირადად მგონია, რომ დისტრიბუციაში მსგავსი ქმედებები იმუშავებს.

ასე რომ მიაწექით ბიჭებო და გოგოებო!

თქვენს სიახლოვეში კაპი იყიდება?