ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ანალიტიკა > შანსი: თუ მეწარმე ხარ და ქვეყნის მასშტაბით დისტრიბუცია გინდა
დისტრიბუცია

შანსი: თუ მეწარმე ხარ და ქვეყნის მასშტაბით დისტრიბუცია გინდა

დღეს ambebi.ge-ზე ერთი საინტერესო სტატია გავიდა შიგნით ჩემი კომენტარით. სტატია მეტად გამომწვევი სათაურით ბევრმა წაიკითხა და შედეგად დღესვე ერთი მეტად საინტერესო ელ ფოსტა მივიღე.

ბატონებო!

მოგესალმებით მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია შპს სოლედო (100-მდე თანამშრომელი, 50 /, 4 რეგიონული ფილიალი, საშუალოდ 5 ათასი კლიენტისავაჭრო ობიექტი) სახელით: მზად ვართ, მივიღოთ აქტიური და ქმედითი მონაწილეობა ქართული წარმოშობის კვების პროდუქტების (ასევე თანამდევი საქონლის) ბაზარზე განთავსების საქმეში. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ ფოსტით.

ცხადია მაშინვე გამოვეხმაურე, მერე დავურეკე და ვისაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ შპს სოლედო უკვე 10 წელზე მეტია რაც ბაზარზეა და უზარმაზარ სადისტრიბუციო ქსელს მართავს. როგორც გამოიკვეთა თვითონაც ძალიან უნდათ ისეთ ქართველ მეწარმეებთან ურთიერთობა, რომელთაც აქვთ სათანადო რაოდენობის რესურსი, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური, ასევე ბაზა, რომ მათი პროდუქტით ქსელი დაიტვირთოს; მოგეხსენებათ 5000 სავაჭრო ობიექტში პროდუქტი რომ შეიტანო, მეწარმეს რაღაც მასშტაბი სჭირდება. სურვილი ერთია, მაგრამ მასტაბი მართლა პრობლემაა ქართველ მეწარმეებში. დიდ კომპანიებს თავისი ქსელები აქვთ აწყობილი, პატარებს კი წარმოების მოცულობები არ აქვთ, მასშტაბზე ვერ გადიან.

ცხადია ბევრი არ მიფიქრია და ეს ყველაფერი kar.ge-ზე გამოვფინე …

თუ თქვენ იცნობთ ისეთ მეწარმეს, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით თავისი პროდუქტების დისტრიბუცია აინტერესებს და სათანადო მასშტაბი აქვს, აჰა შანსი. შპს სოლედო-ს დაუკავშირდით ტელეფონით 222 56 30 ან ელ. ფოსტით guja@soledo.ge

 

გისურვებთ წარმატებებს!