ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > პინგო – მარწყვის ოჯახური ნაყინი … ძლივს არ გავგრილდიიი?!
პინგო-ოჯახური-ნაყინი

პინგო – მარწყვის ოჯახური ნაყინი … ძლივს არ გავგრილდიიი?!

ნაყინი kar.ge-ა, kar.ge ნაყინი უკეთესია, მაგრამ kar.ge მარწყვის ოჯახური ნაყინი ყოველთვის კომპლექტშია გაგრილებასთან , სიამოვნებასთან, ხალისთან და გაზიარებასთან და აი რატომ …

ჭიქის ან ჩხირზე “შემომჯდარი” ნაყინი ჩვეულებრივ უფრო ინდივიდუალური დანიშნულებისაა, მას მოიხმარ ყველა არა ოჯახურ სიტუაციაში, ქუჩაში მაგალითად, მისი გაზიარება არ ხდება ხოლმე … ჩვეულებრივ არ აკბეჩინებთ ვინმეს ხომ? ხოლო როცა ნაყინს ასე ყიდულობ როგორც პინგო იყიდება, მას ჩვეულებრივ სახლში მოიხმარ, ოჯახის წევრებს უზიარებ, ახლობელ ადამიანებს … ეს სულ სხვაა …

3 მიზეზი არსებობს რატომ უნდა იყიდო პინგოს მაწყვის ოჯახური ნაყინი:

  1. გემრიელია;
  2. ნატურალურია;
  3. მრავალფეროვანი ასორტიმენტია;

პინგო ერთი წელია რაც დაარსდა ნაყინის წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ. FB გვერდი აქტიურია, ვებსაიტი კი ჯერ კიდევ არ აქვს.

გასინჯეთ და გაუზიარეთ სიამოვნება ახლობლებს …