ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
პინაკის მარილიანი მზესუმზირა

აღმოაჩინეთ ახალი პროდუქტი: პინაკის მარილიანი მზესუმზირა

ე.ი. მე, როგორც მზესუმზირის დიდ „მოკნატუნემ“, კიდევ ერთი ახალი ქართული პროდუქტი მინდა გაგაცნოთ. პინაკის მარილიანი მზესუმზირა სულ ახლახან აღმოვაჩინე ფუდმარტში, 100 გრამიანი შეფუთვა 1 ლარი ღირს. მწარმოებელია შპს პინაკი. და ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ გემრიელია! თან ძალიან!

პინაკის მზესუმზირა ადრეც გავაშუქეთ kar.ge-ზე, ოღონდ უმარილო. პროდუქტი მაშინაც მომეწონა, მაგრამ მისი მარკეტინგის მიმართ რამოდენიმე შენიშვნა მაშინაც მქონდა. მას შემდეგ თითქოს არაფერი შეცვლილა, პროდუქტი ისეთივე კარგია, ახალიც ძალიან კარგი გამოუშვეს, მაგრამ საიტი ისეთივე მიუხედავია, Facebook გვერდიც ისეთივე არააქტიური …

არადა ძალიან კარგი ახალი პროდუქტი კი გამოუშვეს ბაზარზე. შპს პინაკს წარმატებებს ვუსურვებ კიდევ ერთხელ, მაგრამ გჭირდებათ ეს საიტიც და FB გვერდიც. რთული აქ არაფერია. ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხში დახმარება.

პატივცემულო მომხმარებლებო, გასინჯეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი 🙂