ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > მარადიდი – უგემრიელესი ჩაი აჭარიდან
მარადიდი

მარადიდი – უგემრიელესი ჩაი აჭარიდან

ქართულია & kar.ge-ა!

მე ჩაის მოყვარული ვარ და ხარისხიან ჩაის ვცნობ. მარადიდი – მაღალხარისხიანი ჩაია!

პირველად მარადიდი გამოფენაზე – „აირჩიე ქართული“ გავიცანი დაახლოებით 1 წლის წინ. დღეს კი პირველად შევიძინე. 250 გრამიანი პაკეტი 5.5 ლარი ღირს გუდვილში. შავი ჩაია, არომატიანი და გემრიელი. ჩაი მოჰყავთ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მარადიდში. მწარმოებელია შპს „აჭარაინვესტ-ჩაი“. ტელეფონი – 557 59 47 47. აშკარაა, რომ აქცენტი ექსპორტზეა.

ვიზუალური ბრენდინგის ნაწილში აშკარად დიდ + დავუწერდი. ნამდვილად კარგი დიზაინი აქვს შეფუთვას. ერთადერთი, რასაც ვისურვებდი გაახლებული საიტია – http://maradidi.ge/, რომელიც ეტიკეტზე მითითებული არ არის. მე მგონი საექსპორტო მიზნებისთვის საიტის მითითება ჯობია.

სხვა რა მეთქმის გარდა იმისა, რომ მხოლოდ ქართული პროდუქცია იყიდეთ! ჩაი მით უმეტეს!

 

მოიკითხეთ, იყიდეთ და მოიხმარეთ. მერე კი გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.