ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > ლურჯი მოცვი, დღე #16

ლურჯი მოცვი, დღე #16

ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე.

ეს ლურჯი მოცვი 100 გრამია და იგი 26 მაისს შევიძინე რუსთაველზე. გადავიხადე 1.5 ლარი. როგორც ხედავთ დიდი ხანი ვინახე ეს ფოტო, საჭირო დროისთვის ვინახავდი. უნდა ვაღიარო, რომ სასტიკად არ მომეწონა გემო, ვერ ვისიამოვნე, მეტიც, ცუდ დღეში ჩამაგდო … მაგრამ ფაქტია, რომ ევროპაში იგივე 100 გრამი 4-ჯერ მეტი ღირს, ძალიან პოპულარულია და მოთხოვნაც მზარდია. შესაბამისად ვაწარმოოთ უნდა და გავიტანოთ უნდა რაც შეიძლება მეტი.

ამ მოცვის მწარმოებელი კომპანიის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი გარდა იმისა, რომ ვარციხის რაიონშია საწარმო. წარმატებებს ვუსურვებ!

მაშ ასე,

თუ კიდევ შემოგრჩათ გამოწვევის ჟინი, ველი თქვენს ფოტოებს აქვე ქვემოთ 🙂