ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
ლუდი ხევსურული

ლუდი ხევსურული … კარგი ლუდი!

ლუდი ხევსურული …

პირველად დაახლოებით 1 თვის წინ დავსინჯე, მაგრამ მას შემდეგ უკვე მეორედ შევიძინეთ ოჯახში. ძალიან მომეწონა! მწარმოებელია ლუდსახარში ზედაზენი. ლუდ ხევსურულს თავისი Facebook გვერდიც კი აქვს. ნახევარ ლიტრიანი ბოთლის ფასია 1.9 ლარი [მარკეტის ფასი].

3 მიზეზი მაქვს, რატომაც ხევსურულ ლუდს შემდეგ ჯერზეც ვიყიდი:

  1. ხევსურეთმა შემოგვინახა ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიცია. სწორედ ამ ტრადიციებზე მზადდება ლუდი ხევსურული. ეს ჩემთვსი ფასეულია!
  1. ქართულია და კარგია! გემო სპეციფიკური აქვს, სუნიც.
  1. შეფუთვა მომწონს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ამას ყურადღებას ვაქცევ.

2 რამეს შევთავაზებდი მწარმოებელს მხოლოდ:

  1. Facebook გვერდის გააქტიურება, ამ შემთხვევაში თავად ზედაზენის;
  1. ჩაერთეთ გამოფენა-გაყიდვაში „kar.ge ქართული ქარვასლა“, რომელიც 26-27 სექტემბერს ჩატარდება;