ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > ლუდი მთიელი + 4 ქართული ჩასაყოლებელი?
ლუდი მთიელი

ლუდი მთიელი + 4 ქართული ჩასაყოლებელი?

ლუდზე სტატია ლუდით შეჟუჟუნებულმა თუ არ დაწერე, რაა მამული 🙂 … მოვიდა ლუდის სეზონი … ჰოდა ეს სეზონი თუ არ გახსენი, ისე როგორ შეიძლება?!

გულწრფელად გეტყვით: გაბატონებული აზრი, რომ ქართული ლუდები ხარისხობრივი პარამეტრებით სასტიკად აგებენ უცხოურთან, მართალია! მართლა აგებენ, ზოგადად! მაგრამ თუ დავაკვირდებით და არა მხოლოდ ხარისხებს შევადარებთ ერთმანეთს, არამედ ფასებსაც, მაშინ დავრწმუნდებით, რომ არც მთლად „ისე“-ა საქმე …

აი მაგალითად ლუდი მთიელი … 1.7 ლარი ღირს დახლზე. მწარმოებელი – ნატახტარი, ანუ სს „ლომისი“. მომიძებნეთ 1.7 ლარიანი იმპორტული ლუდი, რომელიც ამას ხარისხით „აღემატება“ და მოვკაკვავ თითს!

იმის თქმა მინდა, რომ ქართული ბაზარი მზად რომ იყოს [ანუ მწარმოებელს ჩიტი ბრდღვნად უღირდეს], აწარმოებდნენ ჩვენი მწარმოებლები ხარისხიან, მაგრამ მაღალფასიან ლუდს. მაგრამ ვინაიდან ქართულ ბაზარი მეტად მგრძნობიარეა ფასზე, აი შედეგიც … რასაც ვიხდით, იმას ვიღებთ.

გამოსავალი აქ ერთია … ის რასაც მე ვაკეთებ … და რასაც აქვე გიყალიბებთ: ლუდი მიყვარს, უცხოურ ლუდს პატივს ვცემ, მაგრამ ქართულს ვყიდულობ!

თქვენ როგორ ხართ ამ საკითხში?

 

PS

ქართულ ლუდის სუფრა: რა თქმა უნდა ლუდი + ქართული ჩიპსი FRIXX + ქართული არაქისი PIPPA + ქართული შებოლილი სულგუნი მილკენი + ქართული თხილი BONUTS