ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > სიახლე > როგორ ვუშველოთ თავს/ლარს/ეკონომიკას და …?

როგორ ვუშველოთ თავს/ლარს/ეკონომიკას და …?

არ ვპანიკობთ …
მხოლოდ ფაქტებს ვაფიქსირებთ …

1. შარშან, 2016 წლის 21 ნოემბერს კურსი იყო (წყარო) 2.4889 და სრული პანიკა სუფევდა. ზოგი ლარის კურსის შესახებ სამთავრობო „მარგალიტებს“ აგროვებდა, ზოგიც კი საბანკო სესხზე გადასახდელის ზრდის გამო თავ-ბედს იწყევლიდა;

2. დღეს, 2017 წლის 21 ნოემბერს ლარის ოფიციალური კურსი 2,7060 ფიქსირდება nbg.gov.ge-ზე, მთელი 21+ პუნქტით მაღალი. მიჰქრის უგზოუკვლოდ, თუ ვიღაცას უჭირავს აღვირით ვითომ? ან შეძლებენ კი?

3. შარშან მაქსიმალური კურსი 2.7846 დაფიქსირდა 22 დეკემბერს. ანუ, ერთ თვეში 2,4889-დან გაიზარდა მთელი 30 პუნქტით. ანუ, დავიწყოთ ფსონების მიღება თემაზე გადაახტება თუ არა ლარის კურსი 3-იან ნიშნულს?

საქართველოს ეკონომიკას იმოდენა ფუნდამენტური პრობლემა აქვს 5 მილიარდ + აშშ დოლარიანი სავაჭრო დეფიციტის სახით, რომ მარტო მთავრობის მიერ განხორციელებული ლარიზაციის კოსმეტიკური ღონისძიებები ამას უბრალოდ არ უშველის.

მაშ, რა უშველის?

23 ნოემბერს გაგანდობთ …