ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > კოკლოზინას ბაქლავა, დღე #8

კოკლოზინას ბაქლავა, დღე #8

ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე.

კოკლოზინას ბაქლავა 30 დღიანი გამოწვევის მე-8 დღეს ამშვენებს და დამსახურებულადაც. ეს ნუგბარი გუშინ შევიძინე რუსთაველის SMART-ში. 7,65 ლარი ღირდა ერთი შეფუთვა, რომელშიც 4 ნაჭერი უგემრიელესი ბაქლავა იყო. იქვე იყიდებოდა გურმეც, რომლის 4 ნაჭრიანი შეფუთვაც ასევე 7,65 ღირდა. აი ჩეკი და ჩემს მიერ ნაყიდი პროდუქტის სურათიც.

cheque

აი როგორ გამოიყურება რუსთაველის SMART-ის დახლზე კოკლოზინას პროდუქცია.

stand

იწარმოება ბათუმში, სადაც მწარმოებლებს ორი მაღაზია აქვთ ორ მისამართზე– აბუსერიძის ქ. N1 და ზ. გამსახურდიას ქ. N19. მაღაზიებში წარმოდგენილი მცირე ეთნოგრაფიული კუთხე საშუალებას მოგცემთ მოიწყოთ მინი ექსკურსია, წარმოსახვით იმოგზაუროთ დროში და გაიგოთ საუკუნეების წინ რა ჭურჭლითა და მეთოდებით მზადდებოდა ტრადიციული აჭარული ბაქლავა.

 

მაშ,

ველი თქვენს ფოტოებს 🙂 აქვე ქვემოთ 🙂