ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > ასეთი კვარით ბუხარში ცეცხლი დაგინთიათ?

ასეთი კვარით ბუხარში ცეცხლი დაგინთიათ?

ქართულია & kar.ge-ა!

ბუხარში ცეცხლი კვარით დაგინთიათ?

კვარი ფიჭვის ან ნაძვის ანახეთქი ფისიანი ნაჭერია, რომელიც სანთელივით იწვის. ის დღეს შევიძინე ბაკურიანში. წარმოებულია და დამზადებულია საქართველოში! ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. ერთ შეკვრა კვარში 1 ლარი გადავიხადე. ჯერ არ გამომიყენებია, მაგრამ როდესაც გამოვიყენებ შედეგებსაც გამცნობთ 🙂

ცეცხლის დასანთები საშუალებები საჭირო და გამოსაყენებელია არა მხოლოდ სახლში ბუხარის დასანთებად, არამედ  გვჭირდება როდესაც გავდივართ ქალაგარეთ პიკნიკსა თუ ბუნებაში საქეიფოდ. დაფიქრდით ამაზე …

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.