ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
კეტჩუპი-მარნეული

არა რა, ასეთი კეტჩუპი “არ უნდა აწარმოო” …

ერთი წესი დავნერგე ოჯახში kar.ge საქმიდან გამომდინარე: ყველა ქართული წარმოების პროდუქტი ჯერ ჩემს ფოტომაგიდაზე უნდა მოხვდეს. მხოლოდ ფოტოგადაღების შემდეგ უნდა მოხვდეს იგი სამზარეულოში. მარნეულის კეტჩუპი ჩემი ოჯახის წევრთა „რისხვას“ ვერ გადაურჩა და კი ხედავთ შედეგს …

მარნეულის კეტჩუპი უგემრიელესია! 2.5 ლარი ღირს დახლზე. აგერ მარნეულის ვებსაიტი, აგერ Facebook გვერდი. ეს ის შემთხვევაა, როცა რეკომენდაციები/შენიშვნები არ მაქვს.

 

მარნეულის რომელი პროდუქტი მიირთვით თქვენ ბოლოს?