ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > კარაქი „ნაგემი“ – დღე #25, 30 დღიანი გამოწვევა
კარაქი ნაგემი

კარაქი „ნაგემი“ – დღე #25, 30 დღიანი გამოწვევა

დღეს ჩვენი ერთობლივი გამოწვევის 25-ე დღეა. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ მომენტამდე მოგვყვება. ამ საღამოს 22:00-ზე, იმ დროს როცა ჩვეულებრივ 30 დღიანი გამოწვევის სტატიას ვაქვეყნებ, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში ვიქნები, სადაც ქ-ნი ნინო ზაუტაშვილის მიერ ქართული პროდუქტების და ქართული წარმოების თემაზე გაკეთებული საათნახევრიანი გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი ვარ. ჰოდა ერთი კარგი საქმის გამო მეორე კარგი საქმე რომ არ დაზარალდეს ამ პოსტს წინასწარ ვწერ, kar.ge-ზე ვდებ და Facebook -ზე ვაქვეყნებ.

კარაქი „ნაგემი“

მე კარაქის შემფასებელად არ გამოვდგები, მაგრამ აბსოლუტურად ყველა, ვინც კი კარაქი “ნაგემი” გასინჯა ერთხმად აღიარებს მის უმაღლეს ხარისხს. კი მართალია წარმოებული საქართველოში არ არის, მაგრამ ბრენდი ქართულია, ბიზნესი ქართულია და უზარმაზარი საწარმოს მშენებლობის პროცეში არიან ამჟამად. კომპანია თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერითაა დაფუძნებული და დაახლოებით 1 წელიწადში ქართულ ბაზარს საქართველოში წარმოებული უმაღლესი ხარისხის რძის პროდუქტებით წალეკავს.

ბრენდს თავისი Facebook გვერდიც აქვს, სადაც 18-20 დეკემბერს გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის ფოტოებიცაა განთავსებული. აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას ეწევა და ნათელია, რომ ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქციით გამოსვლისთანავე ღირსეულ ადგილს დაიჭერს კონკურენტულ ლანდშაფტში.

 

თქვენ დაგემოვნებული გაქვთ კარაქი „ნაგემი“?

თუ კი, როგორ მოგეწონათ?