ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
კამპა ფორთოხალი

კამპა ფორთოხალი, მიირთვით ქართული წარმოების ნექტარი!

კამპა ბროწეული, შემდეგ კამპა ალუბალი და კამპა ტროპიკი. ეხლა კი გაიცანით კამპას 200 მილილიტრიანთან „პატარა“ 6 წევრიანი ოჯახის მეოთხე წევრი – კამპა ფორთოხალი. უგემრიელესია, 70 თეთრი ღირს მხოლოდ და თან ქართულია. მეტი რა მიზეზი გინდა რომ იყიდო?

ეტიკეტზე ვკითხულობთ:

ნატურალური პროდუქტი. პასტერიზებული. ასეპტიკურ შეფუთვაში. კონსერვანტებისა და ემულგატორების გარეშე. შემადგენლობა: ფორთოხლის კონცენტრირებული წვენი, შაქრის სიროპი, მულტისვიტი, წყალი, ლიმონმჟავა. ხილის ნექტრის მინიმალური მასური წილი 50%.

კამპა ამ პროდუქტს საგურამოში აწარმოებს. შეხვდებით პრაქტიკულად ყველა ნორმალურ მარკეტში. ვისურვებდი ვებსაიტი ჰქონდეს და Facebook-ზეც რიგიანი კომუნიკაცია წარმოებდეს აუდიტორიასთან

იყიდეთ, გასინჯეთ და გამიზიარეთ თქვენი აზრი 🙂