ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
კამპა ალუბალი

კამპა ალუბალი, მიირთვით ნექტარი!

კამპა ბროწეული ხომ დავაგემოვნე 200 მილილიტრიან შეფუთვაში? ეხლა კამპას „პატარა“ 6 წევრიანი ოჯახის მეორე წევრი მოვიწვიო kar.ge-ზე. გაიცანით კამპა ალუბალი

უგემრიელესია და 70 თეთრი ღირს მხოლოდ; თან ქართულია. მისი ყიდვისას ამ ქვეყნის მოქალაქეს უხდით ხელფასს, ამ ქვეყანაში მომუშავე ბიზნესს ავითარებთ და ამ ქვეყნის გაძლიერებას უწყობთ ხელს. აბა სუფრაზე დიდი ყანწებით სადღეგრძელობის თქმა კი არ არის მარტო „ეროვნული“ საქმე?

სადმე თუ შეგხვდებათ მთელი ოჯახი იყიდეთ, სრული ექვსეული [ბროწეული, ალუბალი, ატამი, ვაშლი, ტროპიკი, ფორთოხალი], ასე ჯობია … ძვირი მაინც არ არის, თან 6 სხვადასხვა ვარიანტს დააგემოვნებთ.

იყიდეთ, გასინჯეთ და გამიზიარეთ თქვენი აზრი 🙂