ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
კალმახი, კოოპერატივი ქულბაქი

კალმახი, ამური, კობრი, სქელშუბლა – კოოპერატივი ქულბაქი

ცაგერის მუნიციპალიტეტის ულამაზესი სოფელი ქულბაქი, მიწისქვეშა წყლებისგან წარმოქმნილი ბუნებრივი ტბორები, ეკოლოგიურად სუფთა ნედლი თევზის წარმოება, ადგილზე თევზის დაგემოვნების და შესყიდვის საშუალება … რა გინდა მეტი სულო და გულო?

ცაგერი-ბუნება-ქულბაქი

უკვე 5 წელია კოოპერატივის წევრები ერთობლივად არიან ამ ბიზნესში ჩართულნი, მანამდე კი ყველა მათგანი ინდივიდუალურად უძღვებოდა მეთევზეობას საკუთარ თევზსაშენ ტბორებში.  მათ გააერთიანეს თავიანთი ფულადი/არაფულადი რესურსები და შექმნეს კოოპერატივი ქულბაქი. დღეისთვის კოოპერატივის საკუთრებაშია: 3 ჰა საკალმახე ტბორი და 13 ჰა სხვა თევზის მოსაშენებელი ბუნებრივი ტბორი.

კალმახი-წყალი

კალმახი მოშენებულია ბუნებრივ წყლებზე მოწყობილ საკალმახეებში, სადაც არის ცივი, ჟანგბადით მდიდარი და სუფთა წყალი. ამიტომ აქ მოყვანილი კალმახი  ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი საგემოვნო თვისებების მატარებელია. კალმახის სარეალიზაციო წონა მინიმუმ 200 – 250 გრამია. წონა 3კგ-მდეც აღწევს. გამრავლების პერიოდში მდინარიდან საკალმახეებში შემოდის იშვიათი სახეობის  წითელწინწკლებიანი კალმახიც, რომელიც განსაკუთრებულად მაღალი საგემოვნო თვისებებით გამოირჩევა.

მშრომელი-ხალხი

კოოპერატივმა ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციის – Care International-ის პროექტის ფარგლებში შეიძინა ექსკავატორი და მტვირთველი სატბორე მეურნეობაში მისასვლელი გზის შესაკეთებლად; ასევე ავტომანქანა პიკაპი TOYOTA HAILUX თევზის დისტრიბუციისთვის, რომელიც აღჭურვილია პოლიესტრული პლასტიკისგან დამზადებული კონტეინერით. კოოპერატივი ქულბაქი საკუთარ პროდუქციას ყიდის როგორც ბითუმად ასევე საცალოდ ცაგერის, ლენტეხის, წაყლტუბოს, სამტრედიის, ქუთაისის, აბაშის, მარტვილის რაიონებში. კოოპერატივი სოფელ ქულბაქში ტურისტული ბიზნესის განვითარებასაც გეგმავს, რასაც ხელს უწყობს არაჩვეულებრივად ლამაზი ბუნება და სუფთა ჰაერი.

 

თევზის შეძენის მსურველთათვის აი ფასებიც:

  • 1 კგ კალმახის სარეალიზაციო ფასი ადგილზე მიწოდებით – 8ლარი, რელიგიური დღესასწაულების დროს ფასი იზრდება 8,5 ლარამდე;
  • ამური 35 სმ-მდე იზრდება და წონა 2-3 კგ-ია, სარეალიზაციო ფასი 1 კგ – 5 ლარი;
  • კობრის წონა 0.5-1კგ-ია, ფასი 6 ლარი კილოგრამი;
  • სქელშუბლა 0.5 კგ-მდე წონისაა, ფასი 4 ლარი კგ;

საკონტაქტო პირი: გია გასვიანი -კოოპერატივის თავმჯდომარე, 551 17 19 99; კახა გასვიანი, 551 68 72 68

ესეც დაპირებული ვიდეო