ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > კაკალი – ნამცხვარი ტკბილი ქვეყანასაგან – დღე #28, 30 დღიანი გამოწვევა
კაკალი - ნამცხვარი ტკბილი ქვეყანასაგან

კაკალი – ნამცხვარი ტკბილი ქვეყანასაგან – დღე #28, 30 დღიანი გამოწვევა

ოოო …
თუ ეს არ გაგისინჯავთ ჯერ, აუცილებლად გამოასწორეთ შეცდომა …
8,5 ლარი ღირს კილოგრამი ეს კაკალი ნამცხვარი. გარანტიას გაძლევთ ბავშვებს ვერ მოპირავთ …

კაკალი

ეს სახელი პირობითია, არც კი ვიცი ზუსტად რა ჰქვია, მაგრამ ფაქტია, რომ მას შემდეგ რაც ეს ნამცხვარი პირველად გავსინჯეთ მთელმა ოჯახმა [ეს 26-27 სექტემბერის გამოფენა გაყიდვაზე მოხდა ქარვასლაში], იმის შემდეგ ჩვენს ოჯახში მეტად ხშირად გვსტუმრობს ხოლმე. ასე მოხდა ამ რამოდენიმე დღის წინათაც, “შემოგვიარა”. გარედან ნამცხვარია შიგნიდან კი კრემი. უგემრიელესია. ჰო, გატეხვის პრობლემა არ გექნებათ 🙂

მწარმოებელია ტკბილი ქვეყანა. ტკბილი ქვეყანა ჩვენს მიერ ქარვასლასთან ერთად 26-27 სექტემბერს ჩატარებული გამოფენა-გაყიდვის მონაწილე კომპანიაა. დეკემბერშიც გვინდოდა ჩვენს გვერდით ყოფილიყო, მაგრამ ისეთი წინასახალწლო სამზადი ჰქონდათ [დაა აქვთ], რომ 3 ცვლაში მუშაობენ და აშკარად არ ჰქონდათ დრო.

ჩემი გადაღებული ფოტო დიდი ვერაფერი გამოვიდა, მაგრამ სამაგიეროდ გამოფენა-გაყიდვაზე გადაღებული ფოტო მქონდა ძალიან კარგი და ის გამოვიყენე …

იყიდეთ ქართული ნაწარმი. დააგემოვნეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი.