ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > ასე ვყიდულობთ ატამს და ვაკეთებთ საქმეს: კამპანია #იყიდეატამი გრძელდება

ასე ვყიდულობთ ატამს და ვაკეთებთ საქმეს: კამპანია #იყიდეატამი გრძელდება

საქართველოში ატმის კრიზისია. ატამი არ იყიდება, მეტიც, ლპება ხიდან მოუკრეფავად. სწორედ ამიტომ მოძრაობა KAR.GE ვაგრძელებთ კამპანიას – “იყიდე ატამი”!

დღეს შევიარე გლდანის ბაზარზე საყიდლებისათვის …
ატმის ფასები 40 თეთრიდან 1 ლარამდეა
40 თეთრად საშუალო ზომის ვაშლატამას იყიდი …
50 თეთრად მთელი სპექტრია არჩევანის … (ვაშლატამა ვიყიდე 3 კგ)
70 თეთრად კარგი და გემრიელი ატმებია … (ეს ვიყიდე 2 კგ, ზებრა)
1 ლარად განსაკუთრებულად დიდი, გემრიელი და ლამაზი ატმებია …
გამყიდველების წუწუნი არ მომისმენია …
გაყიდვები არის და იზრდებაო გავიგე …
დამპალი და გადაყრილი თვალით არ მინახავს …

ჯამში 5 კგ ვიყიდე დღეს და მცირე წვლილი შევიტანე საერთო საქმეში!

მოკლედ ვიყიდოთ ატამი სანამ იაფია!
ვინც გინდა იცინეთ და დღეში 1 ატამი რომ შეჭამოს საქართველოს თითო მაცხოვრებელმა, დღეში 400 ტონას მიუკაკუნებს მოხმარება, უცებ დარეგულირდება ფასები და ატამი არ გადაიყრება მაინც. ვისაც არ ესმის ეს მარტივი მათემატიკა, დაფიქრდით და მიხვდებით …