ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > სიახლე > #იყიდექართული – პალიტრა მედიას კამპანია
#იყიდექართული

#იყიდექართული – პალიტრა მედიას კამპანია

#იყიდექართული – კამპანია, რომელიც პალიტრა მედიამ წამოიწყო გრძელდება და სულ უფრო მეტ მასშტაბს იძენს. კამპანიისათვის თვალყურის დევნება შეგიძლიათ სპეციალურ Facebook გვერდზე აქ. მიზანი რა თქმა უნდა არის “დიადი და ნათელი” … ჩვენ რომ მოგვწონს ისეთი 🙂

ქართულის პროდუქტების შესყიდვის თემა სხვადასხვა დროს პერიოდულად ხდებოდა აქტუალური. მე მახსენდება კამპანია „იყიდე ქართული“, რომელიც 2010 წელს აგორდა; ასევე მახსენდება „აირჩიე ქართული“, რომელიც დღემდე აქტიურია და ბევრი სხვა კერძო კომპანიის მიერ პერიოდულად აგორებული სარეკლამო ხასიათის კამპანიები. რაც მეტი ასეთი კამპანია, პროექტი, მოძრაობა და ა.შ. იქნება, მით უკეთესი ყველასთვის.

ამიტომ განსაკუთრებული მადლობა პალიტრა მედიას, რომ ახალი ფერხული ააგორა #იყიდექართული კამპანიის სახით!

ჩვენ კიდევ გავაკეთებთ დიდ საქმეებს ერთად!