ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > ისწავლე ფოტოგრაფია – ვიდეოგაკვეთილების კრებულით
ისწავლე ფოტოგრაფია

ისწავლე ფოტოგრაფია – ვიდეოგაკვეთილების კრებულით

ძალიან კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ფოტოგრაფიის შესწავლა აინტერესებს. გამოვიდა 14 ვიდეოგაკვეთილისგან შემდგარი კრებული, რომელიც უკვე გაყიდვაშია. ამ კარგი საქმის მოთავეა “საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია”. პროდუქტის პრეზენტაცია 25 აპრილს შედგა.

რა არის თავად პროდუქტი?

14 ვიდეოგაკვეთილისგან შედგენილი სასწავლო კურსი საშუალებას მოგცემთ მიიღოთ ის აუცილებელი ცოდნა, რაც ტექნიკურად გამართულ და ესთეტიკურად დახვეწილ, საინტერესო ფოტოკადრს სჭირდება. ეს ინფორმაცია მოცემულია მარტივ, ყველასთვის გასაგებ და პოპულარულ ენაზე. ქართულენოვანი ვიდეოგაკვეთილების ხანგრძლივობა 6 საათს და 40 წუთს შეადგენს. არანაირი თარგმანი და უცხოური კონტენტი – მასალა მთლიანად შემუშავებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ფოტოგრაფიის ექსპერტ ქართველ ავტორთა მიერ (კახა ფხაკაძე, მზია ლეკვეიშვილი, ნინო მღებრიშვილი). ვიდეოგაკვეთილები გაფორმებულია მრავალრიცხოვეანი თვალსაჩინოებით: ორიგინალური ფლეშანიმაციებით, ნახაზებით და საილუსტრაციო ფოტომასალით.

კრებული დამზადებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაცულია საავტორო უფლებით. თავად დისკს გააჩნია 6-დონიანი დაცვის სისტემა მეკობრეული გავრცელების თავიდან არიდების მიზნით.

ვიდეოდისკის ფასია 125 ლარი, საქართველოს მასშტაბით ადგილზე მიტანა უფასოა. DVD დისკის შეძენა შესაძლებელია ონლაინ საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ვებსაიტიდან. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებსაიტს, Facebook გვერდს ან/და დაუკავშირდით ქალბატონ ნინო მღებრიშვილს – 591143185.