ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მსოფლიო გამოცდილება > ზიმბაბვე: იმპორტის ბლოკირება არის კი გამოსავალი?

ზიმბაბვე: იმპორტის ბლოკირება არის კი გამოსავალი?

ცოტა ხნის წინ ზიმბაბვეში მიმდინარე კამპანიის – Buy Zimbabwe -ს შესახებ მოგიყევით. ხაზი გავუსვით იმასაც, რომ აქ მარტო საზოგადოებრივი კამპანია კი არ არის, არამედ მთავრობაა ყურებამდე ჩართული ამ საქმეში. თან ამ დროს სავაჭრო დეფიციტი აქვთ 2,5 მილიარდი USD [წელიწადში იმპორტი აქვთ 7 მილიარდ USD]. თუმცა ეს სვლა ალბათ ყველა ზღვარს სცილდება …

ამჯერად იმპორტი დაბლოკეს …
ანუ მთავრობამ დადგენილება მიიღო, რომ იმ პროდუქციის იმპორტი დაებლოკათ, რომელსაც ადგილზეც აწარმოებენ.

რაც არ უნდა სიგიჟედ გვეჩვენებოდეს მედალს ორი მხარე აქვს. რა შეიძლება მოიტანოს კარგი და ცუდი ასეთმა ნაბიჯმა?

დადებითი მხარეები:
1. წაახალისებ ადგილობრივ წარმოებას.
2. ზრდი ინვესტიციებს ადგილობრივ ბიზნესში.
3. აძლიერებ ადგილობრივ ვალუტას.
4. ზრდი დასაქმებას.
5. ქვეყანაში ზრდი დოვლათს.

უარყოფითი მხარეები:
1. მომხმარებლებს ართმევ არჩევანს.
2. კლავ კონკურენციას.
3. ადგილობრის საწარმოებს თვითგადარჩენის იმუნიტეტს უკლავ.
4. გადაიმტერებ სავაჭრო მეზობლებს.
5. აუარესებ ბიზნეს გარემოს.

ზიმბაბვეში ეტყობა ძაააალიან ცუდადაა საქმე რახან ასეთ ნაბიჯზე წავიდნენ.
იმედი მაქვს საქართველოში ურმის გადაბრუნებამდე მივხედავთ ამ საქმეს, თორემ ჩვენი საქმეც ძალიან ცუდად მიდის წლიდან წლამდე … 5,5 მილიარდი USD გვქონდა სავაჭრო დეფიციტი 2015 წელს და 2014 წლის რეკორდი მხოლოდ იმიტომ არ მოვხსენით, რომ ლარმა „გააჭენა“ და იმპორტს ძალიან დაარტყა…

აქვე გაზგასმით ვამბობ:
საქართველოს რეალობიდან გამომდინარე კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი ხისტი მეთოდებით მოქმედება. ნება იყოს და იმდენი „გემრიელი“ გზა არსებობს საკუთარის წახალისებისა, რომ აზრადაც კი არ მომივა მსგავსი სიხისტე. ჩვენ ვიცით როგორ მივიღოთ ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფრიად მშვიდობიანი მეთოდებით და ეს შეიძლება მოხდეს ასე.