ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მსოფლიო გამოცდილება > იმპორტის ბლოკირება და მსგავსი სიხისტე შედეგს რომ არ იძლევა, აი კიდევ ერთი დასტური …

იმპორტის ბლოკირება და მსგავსი სიხისტე შედეგს რომ არ იძლევა, აი კიდევ ერთი დასტური …

თითქოს რა ჩავიციკლეთ ამ ზიმბაბვეზე, მაგრამ თემა ცხელია და სულ ახალ-ახალი ამბები ჩნდება. საინტერესო ხდება შემდეგი:

  • ქვეყანა გუგუნებს Buy Zimbabwe კამპანიით, რომელსაც თავად მთავრობა დირიჟორობს,
  • ეს არ იკმარეს და ათობით იმ პროდუქციის იმპორტი აკრძალეს, რომელსაც ადგილზე აწარმოებენ,
  • ეხლა კი იძახიან, რომ სავაჭრო პარტნიორების წნეხის და ა.შ. უარყოფითი გვერდითი მოვლენების გამო იმპორტის ბლოკიდება დროებითი გამოსავალია და მალე მოვხსნითო.

ამ სტატიას თუ ნახავთ, დარწმუნდებით, რომ ვიცე პრეზიდენტს განცხადებები აქვს შესაშური. თუმცა მარტო განცხადებებით საქმე რომ არ კეთდება, უკვე გამოჩნდა.

ჩვენ რა შეიძლება ვისწავლოთ ამ შემთხვევისგან?

  1. ადგილობრივის პოპულარიზების და გაყიდვების ხელშეწყობის კამპანიის დირიჟორობა შეიძლება მთავრობამ ითავოს, თუმცა თუ ეს იქნება საზოგადოებრივი ინიციატივა, ერთიანი სამოქმედო გეგმა, სადაც სამუშაო ჯგუფში მთავრობა ჩაერთვება კერძო სექტორთან, მედიასთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, იქნებოდა იდეალურთან მიახლოვებული;
  2. არ უნდა მიმართო ისეთ ხისტ მეთოდება, რომელთა „უკან გაწვევა“ შეიძლება მალევე მოგიწიოს. ამას იმდენი უარყოფითი მოაქვს, რომ ისედაც რთულ საქმეს ათმაგად რთულს ხდის და შედეგების დადება პრაქტიკულად შეუძლებელია, მით უმეტეს მოკლე პერიოდში. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ვერც ხისტ მეთოდებს შეინარჩუნებ, საერთაშორისო მეგობრებსაც გააბრაზებ და შედეგსაც ვერ დადებ;

მადლობა რომ ჩვენთან ხართ და წაიკითხეთ ეს სტატია!