ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > გამარჯვებული საქართველო > იამაყეთ: ქუთაისი და მცხეთა ევროპის უძველესი 16 ქალაქის სიაში
ქუთაისი & მცხეთა

იამაყეთ: ქუთაისი და მცხეთა ევროპის უძველესი 16 ქალაქის სიაში

ბრიტანული გამოცემა The Telegraph ალბათ გსმენიათ. ტურიზმისათვის მას მთელი სექცია აქვს აი აქ. ჰოდა ამ სექციის ჟურნალისტმა Lizzie Porter მა ისეთი ივაჟკაცა [ანუ სტატია დაწერა], რომ ქუთაისი და მცხეთა ევროპის უძველეს 16 ქალაქს შორის დაასახელა.

მცხეთა მე-14 ადგილზეა. სტატიის მიხედვით მცხეთაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1,000 წლით ადრე ნაცხოვრება მოსახლეობა. ქუთაისი კი მე-9 ადგილზეა. ნათქვამია, რომ აქ ადამიანები ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-2 ათასწლეულში დასახლებულან ქუთაისში. პირველ ადგილზეა საბერძნეთის ქალაქი არგუსი, სადაც მოსახლეობა თურმე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5000 წლის წინ დასახლებულა.

 

პირველწყარო სტატია აქ!