ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ექსპორტი > იამაყეთ! სიდნეი, ავსტრალია, თბილღვინო, თამადა და …
თამადა

იამაყეთ! სიდნეი, ავსტრალია, თბილღვინო, თამადა და …

ექსპორტი „წმინდა“ საქმეა! – არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ. და განსაკუთრებით გამიხარდა როცა ასეთი რამ ვნახე: როგორც ჩანს თბილღვინო და ბრენდი თამადა აქტიურად მუშაობენ ავსტრალიურ ბაზარზე. არ ვიცი ციფრები, არ ვიცი რა გაყიდვები აქვთ, მაგრამ რასაც ვხედავ მომწონს:

  1. ვებსაიტი – http://www.tamada.com.au/, რომელიც სპეციალურად ავსტრალიური ბაზრისთვისაა შექმნილი .au დომენზე. საიტი ფრიად ინფორმატიულია და გემოვნებიანია;
  1. Facebook გვერდი, რომელიც სწორედ რომ ავსტრალიურ ბაზარზე სამუშაოდ არის შექმნილი. გვერდს თუ დააკვირდებით ნამდვილად აქტიური ჩანს;

ეწვიეთ ვებსაიტსაც და Facebook გვერდსაც, და ბევრ რამესაც გაიგებთ!

 

აი ეს არის ნამდვილად საამაყო საქმე!

იამაყეთ ქართულით!

დაიპყარით მსოფლიო!

 

PS

დიდი მადლობა ჩვენს თანამემამულე – Irina Irving-ს სიდნეიდან ამ ინფორმაციის შეტყობინებისათვის!